Thumbnail
  • ლოკომოტივის მეტოქეები: პორტუ, შალკე, გალათასარაი
  • საბა კვერკველია იმედიანადაა

30 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა, რომელმაც რუსეთის ჩემპიონ ლოკომოტივს საკმაოდ ხელსაყრელი მეტოქეები შეურჩია - საბა კვერკველიას გუნდი D ჯგუფში ითამაშებს და მისი მეტოქეები პორტუ, შალკე და გალათასარაი იქნებიან.

Чемпионат-თან ინტერვიუში საბა კვერკველიამ შემდეგი თქვა: "ჩვენ კარგი ჯგუფი შეგვხდა, სადაც თამაში შეიძლება. ამ ჯგუფიდან თავისუფლად შეიძლება გასვლა. სულაც არ არის საწყენი, რომ ტოპკლუბი არ შეგხვდა, მთავარი შედეგია - მიზანი, ჯგუფური ეტაპის დაძლევა. ძლიერი მეტოქეები შემდეგში მაინც შეგვხვდებიან. 

რაც შეეხება ახლანდელ მეტოქეებს, სამივე განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს, ყველასთან გაგვიჭირდება, მაგრამ თამაში ყველასთან შეიძლება".

შეგახსნებთ, რომ საბა კვერკველიას აქამდე არასოდეს უთამაშია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.  

კომენტარები

ბოლო ამბები