Thumbnail

მფკ ტატიშვილი უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდში გავიდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ჩემპიონმა ჯგუფში ალბანეთისა და შვეიცარიის ჩემპიონებს აჯობა
  • ქართული გუნდი უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდში ითამაშებს

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა მფკ ტატიშვილმა უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო, საკვალიფიკაციო ჯგუფში გაიმარჯვა და მეინ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. 

საქართველოს ჩემპიონებმა, რომლებიც ევროსარბიელზე TMC თბილისის სახელით გამოდიან, კიშინიოვში, საკვალიფიკაციო ეტაპის სამგუნდიან ჯგუფში შვეიცარიულ ლაშო დეფოსთან ფრედ 5:5 ითამაშეს, შემდეგ კი მოლდოვურ დინამო-ჩისინაუს სძლიეს - 3:1 და ჯგუფის გამარჯვებულები გახდნენ.

გადამწყვეტ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მაგრამ შემდეგ დუბლი გიორგი თიკურიშვილმა მიითვალა, კიდევ ერთი გოლი კი ვახტანგ ჯვარაშვილმა გაიტანა. 

TMC თბილისმა უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. უკვე ცნობილია, რომ ალე ძაბირაძის გუნდი მე-6 ჯგუფში გამოვა, სადაც ელიტ რაუნდის ერთი საგზურისთვის ყაზახურ აქტობესთან, ხორვატულ ვრიემე მაკარასკასა და საკვალიფიკაციო B ჯგუფის გამარჯვებულთან იბრძოლებს. შეხვედრები 2-7 ოქტომბერს ჩატარდება.

უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ოთხთა ტურნირს, მისი ერთ-ერთი მონაწილე 2019 წლის აპრილის ბოლოს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები