Thumbnail

2018 წლის ივნისის ტესტებზე ბორჯღალოსნების კიდევ ერთი მეტოქე გაირკვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბორჯღალოსნები გაისად ივნისში ფიჯისა და იაპონიას ეთამაშებიან.
  • საქართველოს და ფიჯის ერთმანეთში აქამდე ორჯერ უთამაშიათ.
  • 2012 წელს თბილისში ფიჯიმ მოგვიგო, 2016-ში სტუმრად ჩვენ ვაჯობეთ.
  • საქართველო და ფიჯი 2019 წლის მსოფლიოს თასზე ერთ ჯგუფში არიან.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მომავალი წლის ივნისში ტესტ-მატჩს სტუმრად ფიჯის ნაკრებთან გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ო’კონორი ავრცელებს. მისი თქმით, ივნისის ტესტებზე ფიჯის ნაკრები ბორჯღალოსნებს, რუმინეთსა და ტონგას დაუპირისპირდება.

ფიჯის და საქართველოს ნაკრებები 2019 წლის მსოფლიოს თასზე ერთ ჯგუფში გამოვლენ. 

აქამდე ამ გუნდებს ერთმანეთში ორჯერ უთამაშიათ. 2012 წელს თბილისში გამართული შეხვედრა სტუმრებმა ანგარიშით 24:19 მოიგეს, 2016 წლის ნოემბრის ტესტებზე კი ბორჯღალოსნებმა სტუმრად სუვაში 14:3 იმარჯვეს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ერთი მეტოქე 2018 წლის ივნისის ტესტებზე მანამდე გაირკვა. მილტონ ჰეიგის გუნდი 23 ივნისს, ტოკიოში, იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდება

კომენტარები

ბოლო ამბები