Thumbnail

'ბოლო წამამდე მოსაგებად ვიბრძოლებთ!' - დღეს: ლუდოგორეცი V ქუთაისის ტორპედო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • პირველი მატჩი: ტორპედო 0:1 ლუდოგორეცი
  • 30 აგვისტო: ლუდოგორეცი v ტორპედო (21:00)

დღეს, ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში ევროპალიგის პლეი ოფის განმეირებითი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც საქართველოს ჩემპიონი, ქუთაისის ტორპედო ლუდოგორეცს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 დაიწყება. პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ტორპედოს მინიმალური მარცხით დასრულდა, 0:1

გამოკითხვა

ვინ ითამაშებს ჯგუფურ ეტაპზე?

  • ქუთაისის ტორპედო
  • ლუდოგორეცი

29 აგვისტოს, ტორპედო ჩარტერული რეისით ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში ჩაფრინდა, სადაც ლუდოგორეც არენაზე წინასამატჩო ვარჯიში გამართა. პრესკონფერენცია არ შედგა, თუმცა ქუთაისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა:

“ყველას კარგად გვაქვს გათავისებული თუ რაოდენ მნიშვნელოვანი თამაშია ჩვენი გუნდისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. გუნდში საბრძოლო განწყობაა და თითოეული ფეხბურთელი მოსაგებად იბრძოლებს ბოლო წამამდე. რაც შეეხება შემადგებლობას, მერაბ გიგაური გვყავს ტრავმირებული, რომელიც საქართველოში დარჩა, დანარჩენები კი მწყობრში არიან და ემზადებიან თამაშისთვის”.

კახა ჩხეტიანმა ბულგარეთში 18 ფეხბურთელი წაიყვანა. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ტრავმის გამო გუნდს ვერ გაჰყვა მერაბ გიგაური, სრული განაცხადი კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია

მცველები: ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ოლექსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი ქიმაძე, ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე

ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, არფანგ დაფე, გიორგი კუხიანიძე, თენგიზ წიქარიძე, გრიგოლ დოლიძე, მარეკ ჰლინკა, ლევან კუტალია

თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე, მილოშ ლაჩნი

კომენტარები

ბოლო ამბები