Thumbnail

CL პლეი ოფი | ბენფიკამ პაოკ-ს მარტივად მოუგო, ცრვენა ზვეზდას საოცრება ავსტრიაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პაოკი 1:4 ბენფიკა
  • ზალცბურგი 2:2 ცრვენა ზვეზდა
  • პსვ 3:0 ბატე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა. კლუბები უკვე კალათებში განაწილდნენ. პაოკმა ''სტადიო ტუმბასზე'' ბენფიკასთან წააგო, პსვ-მ ბატეს მეორე მატჩიც მოუგო, ზალცბურგს ისევ არ გაუმართლა, ჯგუფურ ეტაპზე ცრვენა ზვეზდა ითამაშებს.

პირველი მატჩი | ბენფიკა 1:1 პაოკი

ბერძნებს პირველი მატჩის შემდეგ მცირე უპირატესობა ჰქონდათ. პაოკმა საშინაო არენაზე თამაში აქტიურად დაიწყო და მე-13 წუთზე, ბრწყინვალედ გათამაშებული საჯარიმოს შემდეგ, პრიოვიჩის გოლით დაწინაურდა. ბენფიკამ 7 წუთში გაათანაბრა, გუნდის კაპიტანმა ჟარდელმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

ზუსტად ხუთ წუთში ბერძენთა მეკარემ, პასხალაკისმა შეცდომა დაუშვა, ბურთი ხელიდან გაუვარდა, რის შემდეგაც არგენტინელი ფრანკო სერვის საჯარიმოში წაქცევა მოუწია. ფელიქს ბრიხმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად სალვიომ შეასრულა.

39-ე წუთზე პიციმ სერვის გადაცემით ბენფიკას უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ლისაბონელებმა პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს.

ბენფიკამ მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ აიღო პაოკის კარი. სალვიომ ამჯერად ჟარდელის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გაიტანა და ბენფიკას ჯგუფური ეტაპის საგზური მოუტანა.

პირველი მატჩი | ბატე 2:3 პსვ

ჰოლანდიელებმა ბელორუსებს მარტივად მოუგეს. სტუმრებს გოლები ბერგუინმა, ლუკ დე იონგმა და ირვინგ ლოსანომ გაუტანეს. პსვ-მ 3:0 მოიგო და აიაქსთან ერთად მეორე ჰოლანდიური გახდა, რომელმაც რვაწლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე პლეი ოფის ეტაპიდან გააღწია.

პირველი მატჩი | ცრვენა ზვეზდა 0:0 ზალცბურგი

ზალცბურგს კიდევ ერთხელ არ გაუმართლა. ავსტრიელები სერბულ ცრვენა ზვეზდას ორბურთიანი უპირატესობით ამარცხებდნენ. დაბურმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მასპინძლები დააწინაურა. მეორე ტაიმის განახლებიდან სამ წუთში, დაბურმა თერთმეტმეტრიანიც გაიტანა, რითიც ავსტრიულ კლუბს სოლიდური უპირატესობა მოუტანა.

სერბებმა ანგარიში ორ წუთში გაათანაბრეს. 65-ე და 66-ე წუთებზე ელ ფარდუ მოჰამედმა დუბლი შეასრულა და ცრვენა ზვეზდა ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

კომენტარები

ბოლო ამბები