- ოქსანა კალაშნიკოვამ ამერიკის ღია პირველობის I წრე გაიარა
- კანეპი თუ ბერტენსი - მეტოქეების ვინაობა 30-ში გაირკვევა
ოქსანა კალაშნიკოვამ წარმატებით დაძლია ამერიკის ღია პირველობის პირველი წრე. ქართველი ჩოგბურთელი იაპონელ ნაო ჰიბანოსთან დუეტში ასპარეზობს. მათ შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩისა და უკრაინელი კატერინა კოზლოვას დუეტი დაამარცხეს - 6:4, 4:6, 7:6 (8:6). ბრძოლა ძალზე დაძაბული იყო და ის 2 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა.
ქართველი და იაპონელი ჩოგბურთელის მეტოქეები ხვალ გაირკვევა, როცა მე-9 ნომრად განთესილები, ბერტენსი და ლარსონი კანეპისა და პეტკოვიჩის დუეტს დაუპირისპირდებიან.
კომენტარები