Thumbnail

ტულონში გორგოძის შემცვლელს ეძებენ? - ქართველი მორაგბის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მამუკა გორგოძე TOP 14-ის პირველივე ტურში დაშავდა
  • ქართველი მორაგბე მინდორს ნოემბერში დაუბრუნდება

TOP 14-ის პირველ ტურში მამუკა გორგოძის ტულონი ვასილ კაკოვინის რასინგთან დამარცხდა. გორგოძემ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 24-ე წუთზე შეცვალეს.

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ქართველ მორაგბეს ორთავა კუნთი გაუწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გორგოძე 3 თვე მოედანს ვერ დაუბრუნდება. ვარაუდობენ, რომ მამუკა TOP 14-ის მე-11 ტურში შეძლებს თამაშს.

სავარაუდოდ, კლუბი მამუკას პოზიციაზე ახალ მორაგბეს დაიმატებს, რომელიც გუნდს სამედიცინო ჯოკრის სტატუსით შეურთდება, გორგოძის დაბრუნებამდე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე ტულონში მეხუთე სეზონს იწყებს. მამუკამ კლუბის მაისურით 72 მატჩი გამართა და 11-ჯერ გამოიჩინა თავი ლელოთი.

კომენტარები

ბოლო ამბები