Thumbnail

საბა კვერკველია ირჩევს - რომელი მეტოქეები ურჩევნია ქართველ მცველს ლიგაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 30 აგვისტოს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართება
  • საბა კვერკველიას "სასურველი" ჯგუფი

30 აგვისტოს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ამ სეზონში ჯგუფურ ეტაპზე ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს - დონეცკის შახტარის რიგებში დავით ხოჭოლავა, ხოლო მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას საბა კვერკველია დაიცავს.

ლოკომოტივი, სხვათა შორის, პირველ კალათში იქნება განთესილი. ვისთან სურს თამაში საქართველოს ნაკრების მცველ კვერკველიას?

"მეორე კალათიდან მანჩესტერ იუნაიტედი მსურს. ჩემთვის იუნაიტედი ყველაზე საყვარელი გუნდია იუვენტუსის შემდეგ. მესამე კალათიდან - აიაქსი. იმისთვის, რომ შანსი გვქონდეს, რადგან მანჩესტერი ტოპკლუბია, მსურს ზაგრების დინამო იყოს მეოთხე კალათიდან. ასე მეტი შანსი გვექნებაჯგუფიდან გასვლისთვის", - განაცხადა კვერკველიამ.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ჯგუფი უკვე ვეღარაფრით შედგება, რადგან პლეი ოფში ზაგრების დინამომ მოულოდნელად, იანბ ბოისთან მარცხი იწვნია და ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს. 

საინტერესო ფაქტები

► ზედიზედ მესამე სეზონია, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს - 2016/17 წლების სეზონში ვაკო ყაზაიშვილმა (ლეგია) ითამაშა, 2017/18 წლების სეზონში ითამაშა დავით ხოჭოლავამ.

► მანამდე იყო 3-წლიანი ჩავარდნა: 2013/14, 2014/15 და 2015/16 წლების სეზონებში ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქართველებს არ უთამაშიათ. 

► 10 წელზე მეტია, რაც ქართველს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის (აქ საკვალიფიკაციო პლეი ოფი არ იგულისხმება) სტადიაზე არ უთამაშია. არადა, ამის კარგი შანსი გაზაფხულზე ხოჭოლავას ჰქონდა, შახტარი მერვედფინალში გავიდა, მაგრამ მწვრთნელმა ქართველი მცველი არ ათამაშა.

► ბოლო ფეხბურთელები, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის სტადიაზე ითამაშეს იყვნენ კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი - 2007/08 სეზონი.

► საბა კვერკველია ლიგის დებიუტანტია. მას 2011 წელს ჰქონდა შანსი, მაგრამ მისმა გუნდმა ლიონთან საკვალიფიკაციო პლეი ოფი დათმო. 

კომენტარები

ბოლო ამბები