Thumbnail

გურამ კაშიას გარშემო ისევ აჟიოტაჟია. მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანს უეფამ Equal Game-ის ჯილდო მიანიჭა, თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. საზოგადოების ნაწილი კაშიას მიმართ აგრესიას გამოხატავს და მისი ეროვნული გუნდიდან მოკვეთას მოითხოვს, თუმცა გურამს ბევრი დამცველიც გამოუჩნდა.

გურამ კაშიას მხარი დაუჭირა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ. საგანგებო განცხადება ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ გააკეთა, რომელსაც აქვე გაგაცნობთ...

ნიკა ჯღარკავა (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი):

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის და რა თქმა უნდა, თავად გურამ კაშიასთვის. ასევე მიმაჩნია, რომ ეს ჯილდო მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ამ ამბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია უცვლელია და ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ დისკრიმინაციას და ძალადობას. გვერდში ვუდგავართ გურამს და ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ. საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი ხდება მოახლოებული მატჩების ფონზე, თუმცა რა თქმა უნდა, მატჩების ორგანიზების და უსაფრთხოების საკითხი მოგვარებული იქნება სათანადო დონეზე. როგორც გუნდი, ისე ფეხბურთის ფედერაცია ვფიქრობთ მხოლოდ სპორტულ შედეგზე”.

კაშიას მხარი დაუჭირეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმაც. ვიცე-კაპიტნის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს გიორგი მერებაშვილმა, გიორგი ქვილითაიამ, გიორგი ლორიამ და ნიკა კვეკვესკირმა. სოციალურ ქსელში მიმდინარეობს კამპანია: #გურამშენთანვართ...

პატივისცემა კაშოს მიმართ💪🏻💪🏻 ჩვენ შენთან ვართ მუდამ🇬🇪 Giorgi Merebashvili

Posted by Giorgi Merebashvili on სამშაბათი, 28 აგვისტო, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები