Thumbnail

გურამ კაშია: სანამ ერთი ფანი მაინც მეყოლება, მისთვის გამოვცხადდები ნაკრებში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

სან ხოსესა და საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია Instagram Story-ის მეშვეობით მის ირგვლივ ამტყდარ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. 

"მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში"! - წერს კაშია. 

"ფეისბუქის გვერდს ვაუქმებ" - "მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩვენი კულტურა, თავად რელიგიური პიროვნება ვარ. აი, ეს არის ჩემთვის უმთავრესი და მნიშვნელოვანი", - წერს ნაკრების ვიცე-კაპიტანი.

გურამ კაშიას სთორები ინსტაგრამზე

გურამ კაშიას სთორები ინსტაგრამზე

გურამ კაშიას სთორები ინსტაგრამზე

"აგრესია, მოგკლავ, აგრესია, გაა**ვი ნაკრებიდან, აგრესია! **ეო, აგრესია" - "არავის აზრს არ ვითვალისწინებ. არაფერს არ ვნანობ. ძალიან ამაყი ადამიანი ვარ", - აგრძელებს კაშია.

"ჩემს გულშემატკივარს. ვინც მხარში მიდგახართ. ბოდიში და დიდი მადლობა ამისთვის. მიყვარხართ", - ასეთია გურამის მიმართვა მისი გულშემატკივრებისადმი. 

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ახლახან უეფამ Equal Game-ის პრიზის პირველ მფლობელად დაასახელა. ჯილდოს მას 30 აგვისტოს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრისა და საუკეთესო ფეხბურთელების დასახელების ცერემონიალზე გადასცემენ. კაშიამ ეს ჯილდო ევროპულ ფეხბურთში ჩართულობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციისთვის მიიღო. 

გასულ სეზონში ჰოლანდიის ერედივიზიეს ერთ-ერთ ტურში ყველა კაპიტანმა ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი სამკლაური გაიკეთა, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერად გულისხმობს. სხვებისგან განსხვავებით, კაშიას ამ საქციელს საქართველოში საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება და აგრესია მოჰყვა.  

კომენტარები

ბოლო ამბები