Thumbnail

უეფას ერთა ლიგა | იძულებითი ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 6 სექტემბერი: ყაზახეთი v საქართველო (18:00)
  • 9 სექტემბერი: საქართველო v ლატვია (20:00)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას 25 ფეხბურთელით დაიწყებს. 6 სექტემბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდი ყაზახეთის ნაკრებს ესტუმრება, სამი დღის შემდეეგ კი თბილისში ლატვიას უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილება მოხდა: ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს ლაშა დვალი გამოაკლდა. პოლონური პოგონის  ფეხბურთელს ლატვიური რიგასის წევრი ლაშა შერგელაშვილი შეცვლის.

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები 3 სექტემბერს თბილისში შეიკრიბება. ქართველი ფეხბურთელები 3 და 4 სექტემბერს, წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის თბილისში მოემზადებიან. ნაკრები ასტანაში 5 სექტემბერს გაემგზავრება. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ყაზახეთთან და ლატვიასთან მატჩებისთვის:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ცნობილია კიდევ ხუთი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ამ დროისთვის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი).

კომენტარები

ბოლო ამბები