Thumbnail

აზიის თამაშებზე კახი კახიაშვილის მსოფლიოს უძველესი რეკორდი მოხსნეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სოჰრაბ მორადიმ კახიაშვილის ბოლო რეკორდიც დაამხო
  • ახლა ყველაზე ძველ მსოფლიოს რეკორდს ლაშა ტალახაძე ემუქრება

ჯაკარტაში გამართულ აზიის თამაშებზე ირანელმა ძალოსანმა სოჰრაბ მორადიმ თანამედროვე ძალოსნობის ყველაზე ძველი მსოფლიოს რეკორდი მოხსნა, რომელიც კახი კახიაშვილს ეკუთვნოდა.

მორადიმ ატაცში 189 კილოგრამი ასწია. კახიაშვილის რეკორდი კი 188 კილოგრამი იყო, რომელიც მან 1999 წელს დაამყარა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ის ჩემპიონატი საბერძნეთში გაიმართა, იმ დროისთვის კახი კახიაშვილის აკაკიოს კაკიასვილისის სახელით საბერძნეთის დროშის ქვეშ გამოდიოდა. მან ჯამში 412 კილორგამი ასწია. სხვათა შორის, ორჭიდის ჯამში ამ მსოფლიოს რეკორდმა 2017 წლის სექტემბრამდე გაძლო, სანამ მორადიმ ის აზიის თამაშებზე თურქმენეთში არ დაამხო.

94 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში 188 კ. 19 წლის განმავლობაში იყო მსოფლიოს რეკორდი. ახლა ყველაზე ძველი მსოფლიოს რეკორდი ირანელ ჰოსეინ რეზაზადეჰს (მძიმე) ეკუთვნის, რომელმაც 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე აკვრაში 263 კილოგრამი ასწია. ამ რეკორდის დამხობა ლაშა ტალახაძის მთავარი მიზანია.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე ატაცში (220) და ორჭიდში (477) მსოფლიოს რეკორდების მფლობელია. ორივე ეს რეკორდი ლაშამ შარშან დეკემბერში მსოფლიოს ჩემპიონატზე დაამყარა.
შეგახსენებთ, რომ კახი კახიაშვილი ამჟამად საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია. მისი მმართველობის ხანაში ქართულ ძალოსნობას არნახული წარმატება აქვს. 

კახიაშვილის რეკორდი (1999 წ)

მორადის რეკორდი (2018)

კომენტარები

ბოლო ამბები