Thumbnail

ბაშოს მოსაგებად გავალ - ტოჩინოშინი ოძეკობის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 26 აგვისტოს ზაფხულის ტურნე დასრულდა
  • 27 აგვისტოს რეიტინგი გამოქვეყნდა
  • 9-23 სექტემბერი - აკი ბაშო
ტოჩინოშინი აწონვა-გაზომვის ცერემონიალზე

26 აგვისტოს სუმოისტთა ზაფხულის ტურნე დასრულდა და მეორე დღეს იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალი რეიტინგი (ბანძუკე) გამოაქვეყნა. 9-23 სექტემბერს ტოკიოს აკი ბაშოზე ამ რეიტინგით ისარგებლებენ.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კარიერაში მეორე ბაშოს დაიწყებს ოძეკის (ჩემპიონი) რანგში, მაგრამ ამჯერად, ქართველ სუმოისტს ბაშოს 15 ორთაბრძოლიდან სულ მცირე, 8-ის მოგება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ოძეკის ტიტულს დაკარგავს. შეგახსენებთ, რომ ივლისის ბაშოზე მას ხელი ტრავმამ შეუშალა - 5-0 ბალანსით ერთ-ერთი ლიდერი იყო, როცა მე-6 დღეს ფეხზე მყესი გაიწყვიტა.
ტოჩინოშინი აგვისტოში გამოჯანმრთელდა და 14 აგვისტოდან სუმოისტთა ზაფხულის ტურნეშიც ჩაერთო.

ჯურიოს დივიზიონში მე-12 ნომრამდე დაქვეითდა თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). გაიმართა ოფიციალური ცერემონიალიც, რომლის დროსაც სუმოისტები სიმაღლეში გაზომეს და აწონეს. ტოჩინოშინი 191 სანტიმეტრია სიმაღლეში და 169 კილოს იწონის.

"ტურის დაწყების შემდეგ ძალები აშკარად მომემატა. ტრავმის გამო ტკივილს ვგრძნობ, თუმცა ის არ არის აუტანელი და ვარჯიშით გაქრება. რა თქმა უნდა მიზანი დაქვეითების თავიდან აცილებაა, თუმცა მე ბაშოზე იმპერატორის თასის მოსაგებად გავალ", - განაცხადა ტოჩინოშინმა. 

აგვისტოს ბანძუკე 

მე-5 მაეგაშირამდე
ერთ-ერთ ტელეშოუში

იოკოძუნა

კაკურიუ (აღმ)

ჰაკუჰო (დას)

კისენოსატო (აღმ)

ქართველი სექტემბრის ბაშოს პოსტერზე

ოძეკი

გოეიდო (აღმ)

ტაკაიასუ (დას)

ტოჩინოშინი (დას)

სეკივაკე

მიტაკეუმი (აღმ)

იჩინოჯო (დას)

კომუსუბი

ტამავაში (აღმ)

ტაკაკეიშო (დას)

მაეგაშირა 1

იკიოი (აღმ)

კაისეი (დას)

მაეგაშირა 2

იუტაკაიამა (აღმ)

ჩიოტაირიუ (დას)

მაეგაშირა 3

შოდაი (აღმ)

ენდო (დას)

მაეგაშირა 4

ჩიონოკუნი (აღმ)

აბი (დას)

მაეგაშირა 5

მიოგირიუ (აღმ)

ასანოიამა (დას)

კომენტარები

ბოლო ამბები