Thumbnail

ანდრო ბითაძე: 'სავიჩთან ბევრ რამეს ვისწავლი, გავიზრდები, როგორც მოთამაშე!'

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანდრო ბითაძე ცრვენა ზვეზდაში ტრანსფერზე საუბრობს
  • სერბული კლუბის მიზნები ჩემპიონთა ლიგაზე და სხვა ტურნირებზე
  • ბითაძეს დეიან სავიჩის დიდი იმედი აქვს

ანდრო ბითაძე კარიერას სერბულ ცრვენა ზვეზდაში გააგრძელებს. ქართველი წყალბურთელი სერბულ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე, სერბეთის ჩემპიონატსა და რეგიონალურ ლიგაში დაეხმარება. ანდროს ტრანსფერის შეფასება და ახალ სეზონზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ანდრო ბითაძე: იტალიაში გატარებული ორი წლის შემდეგ, სერბულ ცრვენა ზვეზდაში ვითამაშებ. კლუბთან ერთად ვეცდები სერბეთის ჩემპიონატში და რეგიონალურ ლიგაში წარმატების მიღწევას. რეგიონალურ ლიგაში სერბეთის, ხორვატიისა და მონტენეგროს გუნდები თამაშობენ.

ჩემპიონატების შედარება

ანდრო ბითაძე: რა თქმა უნდა, იტალიის ჩემპიონატი და რეგიონალური ლიგა ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ჩემთვის ეს ლიგა უცხო არ არის, რადგანაც ორი სეზონი მონტენეგროს იადრანში ვასპარეზობდი.

ცრვენა ზვეზდას შესახებ

ანდრო ბითაძე: ცრვენა ზვეზდა მსოფლიო წყალბურთის ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბია. 2012-2013 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. გუნდი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და დეიან სავიჩი წვრთნის, რომელიც წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. სერბეთის ჩემპიონატისა და რეგიონალური ლიგისა გარდა, გუნდი ჩემპიონთა ლიგაშიც ასპარეზობს - სწორედ ამიტომ ავირჩიე ცრვენა ზვეზდა.

გუნდის მიზნები

ანდრო ბითაძე: ცრვენა ზვეზდას მიზანი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლა, რეგიონალურ ლიგაში საპრიზო ადგილის დაკავება და სერბეთის ჩემპიონობაა.

დეიან სავიჩი

ანდრო ბითაძე: ჩემპიონთა ლიგის გარდა, აქ გადმოსვლის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი დეიან სავიჩია. ლეგენდარულ მწვრთნელთან მუშაობის შანსი მომეცა. ვფიქრობ, რომ მისგან ბევრ რამეს ვისწავლი, გავიზრდები, როგორც მოთამაშე.

დეიან სავიჩი ანდრო ბითაძის ახალი მწვრთნელი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები