Thumbnail
  • “შპიგელმა” გერმანიის ნაკრებში შექმნილ ვითარებას საინტერესო სტატია მიუძღვნა
  • სოლიდური ჟურნალი წერს, რომ ბუნდესგუნდი ორ ჯგუფადაა გაყოფილი
  • ჯგუფებში ფეხბურთელები წარმოშობის მიხედვით არიან განაწილებული

მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი კრახისა და მესუთ იოზილის სკანდალის შემდეგ, გერმანიის ნაკრების შესახებ ახალი დეტალები ირკვევა. სოლიდური გამოცემა “შპიგელი” წერს, რომ იოახიმ ლიოვის გუნდი მუნდიალზე ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ერთ ჯგუფში ის მოთამაშეები იყვნენ გაერთიანებულები, რომლებიც წარმოშობით გერმანელები არ არიან, მეორე ჯგუფში კი - დანარჩენები.

მესუთ იოზილი, ანტონიო რიუდიგერი, მარკო როისი და თომას მიულერი

“შპიგელს” ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის ნაკრებიდან ერთ-ერთმა ინსაიდერმა მიაწოდა, რომელიც ამბობს: “მარტივად რომ ვთქვათ, ბუნდესგუნდში ორი ჯგუფია. ერთ ჯგუფში ე.წ. “კანაკები” არიან, ანუ, ის ფეხბურთელები, რომლებიც წარმოშობით გერმანელები არ არიან, ხოლო მეორეში კი - დანარჩენები, ანუ, გერმანელები. პირველი ჯგუფის წევრები საკუთარ თავს “კანაკებს” უწოდებენ, დანარჩენები კი - “კარტოფილებს”.

იოახიმ ლიოვი

Kanake გერმანული სალანძღავი სიტყვაა, რომელსაც ადრე სამხრეთელი ემიგრანტების დასაცინად იყნებენდნენ. ე.წ. “კანაკების” ჯგუფში შედიან ჟერომ ბოატენგი, ლეროი სანე, მესუთ ოიზილი, ილქაი გიუნდოგანი და ანტონიო რიუდიგერი. “შპიგელი” წერს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ ჯგუფს იულიან დრაქსლერიც დაუახლოვდა - მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი წარმოშობითაც გერმანელია.

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ მართალია, ფეხბურთელები არასდროს ამბობენ, რომ ამ ჯგუფებს შორის განსხვავება სწორედ წარმოშობაა, მაგრამ ეს ჯგუფები რეალურად არსებობს. ფეხბურთელები ყოველთვის ამბობენ, რომ განსხვავება პირველ რიგში ცხოვრების სტილშია და არა რელიგიიური, ან პოლიტიკური.

“შპიგელი” იმასაც წერს, რომ 2014 წლის მუნდიალზე ბასტიან შვაინშტაიგერი იყო ის ფეხბურთელი, რომლის გამოც ამ ორი ჯგუფის არსებობა არ იგრძნობოდა, რადგან შვაინშტაიგერი ფეხბურთელების გაერთიანებას ახერხებდა, მას მერე კი, რაც “შვაინიმ” ნაკრები დატოვა, მოედანზე თუ მოედანზე მიღმა ერთიანობა ვეღარ ხერხდება. შვაინშტაიგერის მისია ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მატს ჰუმელსს დააკისრა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ამოცანას თავი ვერ გაართვა, რადგან ფეხბურთელებისთვის ჰუმელსი არ არის ისეთი ავტორიტეტი, როგორიც შვაინშტაიგერი იყო...

კომენტარები

ბოლო ამბები