Thumbnail

TOP 14 | მჭედლიძის ლელო პირველივე ტურში, ტულონის მარცხი რასინგთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თამაზ მჭედლიძემ ახალი სეზონი კლერმონთან ლელოთი დაიწყო
  • ქუბრიაშვილის პირველი მატჩი გრენობლში
  • მამუკა გორგოძე ვასილ კაკოვინთან დამარცხდა

საფრანგეთში TOP 14-ის ახალი სეზონი დაიწყო. ჩემპიონატის პირველ ტურში ბექა კაკაბაძის, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის კლერმონმა თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის აჟენი 67:23 დაამარცხა.

კლერმონმა აჟენს 10 ლელო დაუდო.

მასპინძელთა რიგებში მხოლოდ დავით ზირაქაშვილმა ითამაშა. ქართველი მორაგბე 41-ე წუთზე შეცვალეს. აჟენში ორივე ქართველმა ითამაშა, გიორგი თეთრაშვილმა 45 წუთი გაატარა მინდორზე, თამაზ მჭედლიძემ კი შეხვედრა სრულად ჩაატარა.

მჭედლიძემ მატჩის 25-ე წუთზე ბურთი კლერმონის ჩათვლის მოედანში დაამიწა

თამაზ მჭედლიძე: ‘’პირველ ტურში ძალიან ძლიერ კლერმონს შევხვდით, თან სტუმრად ვეთამაშეთ, კლერმონის სტადიონზე თამაში ყველასთვის რთულია. პირველი ტაიმში კარგად ვთამაშობდით - 16:15 მოვიგეთ, მაგრამ მოთამაშის გაძევებამ გუნდზე ცუდად იმოქმედა. კლერმონმა სწრაფად შეძლო ლელოების დადება და დიდი ანგარიშით დაგვამარცხა.

მომდევნო თამაში PRO D2-დან გადმოსულ პერპინიანთან გვაქვს. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და უნდა მოვიგოთ

რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ ლელო დავდე. იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი ლელოს დადების შანსი მომეცემა. აჟენი წელს TOP 14-ში დარჩენას გეგმავს. ჩემთვის ეს წელი მნიშვნელოვანია, რადგანაც აჟენთან კონტრაქტი მთავრდება და მსურს, რომ ბევრი ვითამაშო.’’

მამუკა გორგოძისა და ბადრი ალხაზაშვილის ტულონს ვასილ კაკოვინის რასინგი ესტუმრა. მასპინძლები 25:9 დამარცხდნენ. გორგოძე 23-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კაკოვინი მინდორზე 55-ე წუთზე შემოვიდა.

დავით ქუბრიაშვილმა გრენობლის რიგებში პირველად ითამაშა. ქართველი მორაგბე ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. გრენობლი ლა როშელთან 28:21 დამარცხდა.

ლექსო ყაულაშვილის, ბექა გორგაძისა და ლაშა ტაბიძის ბორდომ პოს 41:19 მოუგო. მასპინძელთა რიგებში ორმა ქართველმა ითამაშა: ყაულაშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 43-ე წუთზე მინდვრიდან გაასინბინეს. ტაბიძე 79-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. მესამე ქართველ მორაგბეს, ბექა გორგაძეს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

სხვა მატჩები

ლიონი 16:16 ტულუზი - სეზონის პირველი ფრე
პერპინიანი 15:46 სტად ფრანსე

პირველი ტური მოქმედი გამარჯვებულისა და ვიცე-ჩემპიონის მატჩი დასრულდება.

კასტრი V მონპელიე

კომენტარები

ბოლო ამბები