Thumbnail
  • ნაპოლი 3:2 მილანი
  • კარლო ანჩელოტის გუნდმა მილანს 40 წუთში სამი გოლი გაუტანა
  • გონსალო იგუაინს მტრულად შეხვდნენ

იტალიის სერია A-ს მეორე ტურის მატჩში ნაპოლიმ მილანს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 50-ე წუთისთვის 0:2 მარცხდებოდა, საბოლოოდ 3:2 მოიგო. კარლო ანჩელოტის გუნდმა 2 ტურში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა.

მე-15 წუთზე ბორინიმ ბურთი ჯაკომო ბენავენტურას დაუგდო და მანაც ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმიც მილანის გოლით დაიწყო - 49-ე წუთზე სუსომ მარჯვენა მცველ დავიდე კალაბრიას გაატანინა - 0:2.

ნაპოლიმ თამაშის შემოტრიალება 54-ე წუთზე დაიწყო, როცა ხოსე კალეხონის პასით პიოტრ ჟიელინსკიმ პირველი გოლი გაიტანა, 67-ე წუთზე პოლონელმა საოცარი გოლით გაათანაბრა, თავად კი დუბლი მიითვალა. 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა დრის მერტენსმა მილანის კარში მესამე გოლი გაიტანა. 

ნაპოლი 3:2 მილანი

გოლები: 0:1 ბონავენტურა (15), 0:2 კალაბრია (49), 1:2 ჟიელინსკი (53), 2:2 ჟიელინსკი (67), 3:2 მერტენსი (81)

ნაპოლი: ოსპინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, რუი (73. ლუპერტო) - ალანი, ჰამშიკი (63. მერტენსი), ჟიელინსკი (72. დიავარა) - კალეხონი, მილიკი, ინსინიე

მილანი: დონარუმა - კალაბრია, მუსაჩო, რომანიოლი, როდრიგესი - კესიე, ბილია (58. ბაკაიოკო), ბონავენტურა (82. კუტრონე) - სუსო, იგუაინი, ბორინი (71ლექსალტი)

კომენტარები

ბოლო ამბები