Thumbnail

ნიჩბოსნობა | ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზაზა ნადირაძემ ფინალში გასასვლელ გაცურვაში მეორე ადგილი დაიკავა
  • ბადრი ყაველაშვილი ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა

პორტუგალიის ქალაქ მონტემორში კანოე-კაიაკის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს ორი ქართველი ნიჩბოსანი ჩაერთო ასპარეზობაში. ბადრი ყაველაშვილმა ერთადგილიანი კაიაკით ორას მეტრზე პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა სპორტსმენმა 0,2 წამით აჯობა სერბ მარკო დრაგოსავლიევიჩს.

ასევე 200-მეტრიან დისტანციაზე, ზაზა ნადირაძემ კანოეთი იასპარეზა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლა მოახერხა. ქართველი ნიჩბოსანი ფინალში გასასვლელ გაცურვაში მეორე ადგილზე გავიდა და პირველ ადგილზე გასულ რუს ივან შტილს 0,6 წამით ჩამორჩა.

ნადირაძის გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში

კომენტარები

ბოლო ამბები