Thumbnail
  • ანდრო ბითაძე კარიერას ცრვენა ზვეზდაში აგრძელებს
  • სერბული კლუბის დიდი მიზნები ჩემპიონთა ლიგაზე

საქართველოს ნაკრების წყალბურთელი, ანდრო ბითაძე კარიერას სერბულ ცრვენა ზვეზდაში გააგრძელებს. ბითაძე ბოლოს იტალიური რომას ღირსებას იცავდა.

Vaterpolovesti.com-ის ინფორმაციით, ცრვენა ზვეზდა ახალი სეზონისთვის სერიოზულად ემზადება. კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. სერბებმა შვიდი წყალბურთელი დაიმატეს და ერთ-ერთი სწორედ ანდროა ბითაძეა.

ქართველი წყალბურთელისთვის ეს მეოთხე უცხოური კლუბია. ანდრო სერბულ ვოივოდინაში, ბარსელონასა და რომაში თამაშობდა. ცრვენა ზვეზდა ბოლო სერბული გუნდია, რომელმაც წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა, 2012-2013 წლების სეზონში.

კომენტარები

ბოლო ამბები