Thumbnail
  • ივან რაკიტიჩი ბარსელონადან მაინც წავა?
  • პსჟ მასში 90 მილიონ ევროს იხდის

Sport.es ავრცელებს ცნობას, რომლის თანახმადაც პარი სენ-ჟერმენი ბარსელონას კიდევ ერთი ვარსკვლავის შეძენას აპირებს. უახლოეს დღეებში პარიზელები კატალონიელებს ივან რაკიტიჩის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს შესთავაზებენ. ადრე ცნობილი გახდა, რომ ბარსას ხელმძღვანელობა ხორვატ ვარსკვლავს 125 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად ვერ შეელევა, თუმცა პსჟ-ს ბოსებს ეიმედებათ, რომ ბარსელონა 90 მილიონზეც დათანხმდება. 

30 წლის რაკიტიჩი ბარსელონაში 2014 წელს სევილიადან გადავიდა. ბოლო სეზონში მან 35 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ბარსელონას რიგებში რაკიტიჩმა ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სამჯერ კი - ლა ლიგა. ამ ზაფხულს რაკიტიჩით ყველაზე მეტად მიუნხენის ბაიერნი იყო დაინტერესებული, თუმცა თავად ფეხბურთელს რეკორდმაისტერში გადასვლა არ ხიბლავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები