Thumbnail
  • მეტ ჯენინგი საქართველოს მოქალაქეობას იღებს
  • თად მაკფადენი მიდის?

"მარკას" ბასკონიას სპორტულმა დირექტორმა ფელიქს ფერნანდესმა დაუდასტურა, რომ გუნდის ამერიკელი კალათბურთელი მეტ ჯენინგი უახლოეს კვირებში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს. Sportando-ის მტკიცებით კი, ეს ქვეყანა საქართველოა.

ეს ბასკონიასთვისაც შვებაა, რადგან გუნდს მხოლოდ 2 არაევროპელის ყოლა შეუძლია განაცხადში (დღეს ასეთები დარენ ჰილიარდი და მეტ ჯენინგი არიან). ამით კი კიდევ ერთი ამერიკელის დამატების შანსი გაუჩნდებათ. 

Sportando-ს ინფორმაციით, ჯენინგი უკვე უახლოეს მატჩებში დაეხმარება საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. 

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ თად მაკფადენზე უარი თქვა, მომავალში გამოჩნდება. მოგეხსენებათ, რომ ნაკრებს, ფიბას წესებით, მატჩის განაცხადში მხოლოდ ერთი ნატურალიზებული ამერიკელის დამატების უფლება აქვს.

მეტ ჯენინგი 30 წლის მსროლელია. ის 196 სმ. სიმაღლისაა. პროფესიონალებში გადასვლამდე ჩრდილო-დასავლეთის კოლეჯის გუნდში თამაშობდა. 

2010 წელს ის NBA-ს დრაფტზე არ აურჩევიათ, თუმცა ფინიქს სანსმა გაუფორმა კონტრაქტი. ჯენინგმა იქ მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნოემბერში ჯენინგსი გუნდიდან გაუშვეს. NBA G ლიგის 2 გუნდში თამაშის შემდეგ ჯენინგსი ევროპაში გადავიდა. მან იტალიურ მონფერატესა და მონტეპასკიში ითამაშა, შემდეგ იყო ციბონა, თურქული ეფესი, იერუსალიმის ჰაპოელი და რუსული ლოკომოტივ-ყუბანი. 2017 წლიდან ის ბასკონიაშია. 6 ივლისს მან ბასკურ კლუბთან ახალი, 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მოგეხსენებათ, ბასკონიას კაპიტანი თორნიკე შენგელიაა.

კომენტარები

ბოლო ამბები