Thumbnail

'არ ვიცით მესი ნაკრებში საერთოდ დაბრუნდება თუ არა' ამბობს ლიონელ სკალონი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბარსელონას კაპიტანი ამერიკის ამხანაგურებს გამოტოვებს
  • 'ახალი გუნდი გვჭირდება' ამბობს არგენტინის მთავარი მწვრთნელი

არგენტინის დროებითმა მთავარმა მწვრთელმა - ლიონელ სკალონიმ პრესკონფერენციაზე ვერ დაასახელა ის თარიღი, ან პერიოდი, როდესაც ლეო მესი ნაკრებს დაუბრუნდება.

"კარგად იცით, რას ნიშნავს ეს მოთამაშე ჩვენთვის. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მესისთან, გულახდილი საუბარი გვქონდა. ის არ მიიღებს ამ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას და საერთოდ, ნაკრებში როდის დაბრუნდება არ ვიცით..."

ორივე ამხანაგურ მატჩს, არგენტინა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარებს, გუნდს, მესის გარდა ასევე სერხიო აგუერო და ანხელ დი მარია ვერ დაეხმარებიან. მაგრამ სკალონის თქმით, მესი ერთადერთი იყო ვინც მას ნაკრებში გამოძახებაზე უარი უთხრა.

"რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ეს მხოლოდ გუნდის სასიკეთოდ გაკეთდა. განახლება გვჭირდება, ახალი ფეხბურთელები, ახალი გუნდი..." მესი ნაკრებიდან 2016 წლის კოპა ამერიკის შემდეგ ერთხელ უკვე წავიდა, თუმცა შემდეგ ნაკრებში დაბრუნდა და გუნდს რუსეთის მუნდიალზეც უკაპიტნა.

სკალონი ნაკრებში დროებით მუშაობს, მან რუსეთის მუნდიალზე მერვედფინალში დამარცხებული ხორხე სამპაოლი შეცვალა. როგორც ამბობენ აშშ-ის ამხანაგურებში, ნაკრებში თავისი დებიუტი ექნება დიეგო სიმეონეს შვილს - ჯოვანი სიმეონეს.

კომენტარები

ბოლო ამბები