Thumbnail

უარი რეალს, მადლობა ჩელსისგან! აზარს ლონდონში მეგა-კონტრაქტს სთავაზობენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩელსის ხელმძღვანელები ედენ აზარის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან
  • ლონდონური კლუბი ბელგიელს ახალ კონტრაქტს და ხელფასის მომატებას სთავაზობს

რამდენიმე დღის წინ ჩელსის ვარსკვლავმა ედენ აზარმა მის გარშემო გავრცელებულ ყველა სპეკულაციას ბოლო მოუღო - ბელგიელმა განაცხადა, რომ ლონდონური კლუბის დატოვებას და  მადრიდის რეალში გადასვლას არ აპირებს. როგორც ჩანს, ჩელსის ხელმძღვანელებს ეს ამბავი ისე გაუხარდათ, რომ აზარისთვის ახალი, მეგა-კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს.

“დეილი მეილის” ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, აზარის ხელფასი კვირაში 335 000 ევრლ იქნება, რაც წელიწადში დაახლოებით 17,5 მილიონი ევრო გამოდის.

მართალია, ბელგიელს ლონდონურ კლუბთან აქტუალური კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს, მაგრამ ლონდონური კლუბის შეფებს მისი დაკარგვის ალბათობის დაშვებაც კი არ სურთ და უნდათ, რომ თავიანთ ლიდერს ახალი ხელშეკრულება გაუფორმონ. ედენ აზარის მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ მას ჩემპიონთა ლიგაში სურს თამაში და თუ მაურიციო სარის გუნდი ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ბელგიელი ჩელსის გაისად აუცილებლად დატოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები