Thumbnail

უეფას ერთა ლიგა | ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 6 სექტემბერი: ყაზახეთი v საქართველო
  • სტანიმირ სტოილოვის 23 რჩეული

ყაზახეთის ნაკრების ბულგარელმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა ერთა ლიგაზე გასამართი უახლოესი ორი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 6 სექტემბერს ყაზახეთი საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს ანდორას ესტუმრება.

ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთი ფეხბურთელის გარდა, ყველა ადგილობრივ ჩემპიონატში ასპარეზობს. 10 მოთამაშე ასტანას ღირსებას იცავს, ხოლო 8 კაირატის წევრია. ერთადერთი ლეგიონერი ერკებულან საიდახმეტია, რომელიც რუსულ უფაში თამაშობს.   

ყაზახეთის ნაკრების განაცხადი

მეკარეები: ნენად ერიჩი (ასტანა), ვლადიმირ პლოტნიკოვი (კაირატი), დმიტრო ნეპოგოდოვი (ტობოლი)

მცველები: სერგეი მალიჰი (ასტანა), ევგენი პოსტნიკოვი (ასტანა), დიმიტრი შომკო (ასტანა), აბზალ ბეისებეკოვი (ასტანა), იური ლოგვინენკო (ასტანა), გაფურჟან სეუიუმბაევი (კაირატი), სტანისლავ ლუნინი (კაირატი), დიმიტრი მიროშჩინენკო (ტობოლი)

ნახევარმცველები: ისლამბეკ კუატი (კაირატი), ბაუირჟან ისლამხანი (კაირატი), იან ვოროგოვსკი (კაირატი), მამედ პარაგულგოვი (კაირატი), გეორგი ჟუკოვი (კაირატი), ბაკტიერ ზაინუდტინოვი (ასტანა), სერიკუან მუჟიკოვი (ასტანა)

თავდამსხმელი: ერკებულან ტუნგიშბაევი (ორდაბასი), ალდექსეი შჩეტკინი (ასტანა), რომან მურთაზაევი (ასტანა), ბაუირუან ტურისბეკი (ტობოლი), ერკებულან საიდახმეტი (უფა, რუსეთი) 

კომენტარები

ბოლო ამბები