Thumbnail
  • ქართული სარაგბო კლუბების მზადება ახალი სეზონისთვის
  • დიდი 10-ის ათივე კლუბის ტრანსფერები

31 აგვისტოს დიდი 10-ის მორიგი სეზონი დაიწყება. კლუბებმა რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი განახორციელეს.

ათივე გუნდს სხვადასხვა მიზანი აქვს. საინტერესოა, როგორ განვითარდება დიდ 10-ში მოვლენები და რამდენად გაამართლებენ კლუბების იმედებს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დამატებული მორაგბეები.

ლოკომოტივი

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი კონტინენტის ფარზე გასასვლელად ფინანსურ სახსრებს ეძებს. ევროტურნირზე ასპარეზობის გარდა, ლოკომოტივმა ჩემპიონის ტიტულიც უნდა დაიცვას, რისთვისაც გრძელი სათადარიგო სკამი დასჭირდება. კლუბმა წინა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვე, ზურაბ ძნელაძე დაიმატა ქუთაისის აიადან.

მოვიდნენ: ზურაბ ძნელაძეიოანე ხელაია, ლევან ჭავჭავაძებაჩო მაჭარაშვილი
წავიდნენ: დავით ხიდეშელი, საბა ნიკოლავა, კოტე მარჯანიშვილი, გიორგი კაკაურიძე.

აია

ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა საუკეთესო მელელოვე ზურა ძნელაძე ლოკომოტივში გაუშვა. საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და აიას რიგებში ითამაშებს ლევან შენგელია. აიას მიზანი ჩემპიონობა იქნება, ქუთაისელები წინა სეზონში ფინალში ლოკომოტივთან დამარცხდნენ.

მოვიდნენ: ლევან შენგელია, რევაზ წიკლაური, თორნიკე ზოიძე.
წავიდნენ: ზურაბ ძნელაძე, ჟორა მღებრიშვილი.

ჯიქი

2016-2017 წლების ტრიუმფატორი გორის ჯიქი წინა სეზონში ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა. გორელებს მთავარი მწვრთნელი შეეცვალათ. პალიკო ჯიმშელიძის ნაცვლად, ჯიქს ფრანგი ოლივიე საოში გაწვრთნის, რომელსაც ვეტერანი ბორჯღალოსანი ლევან დათუნაშვილი დაეხმარება.

ოლივიე საოში პირველი უცხოელია, რომელიც დიდი 10-ის კლუბს გაწვრთნის.

ჯიქმა საუკეთესო მექულე დაკარგა. მამუკა ნინიძე ბათუმში გადავიდა, გუნდი დატოვა გიორგი ჭყოიძემაც, რომელიც ლელო სარასენსში ითამაშებს.

მოვიდნენ: დავით ხიდეშელი, ნიკა ჩხიკვაძეგიორგი კაკაურიძე.
წავიდნენ: მამუკა ნინიძე, გიორგი ჭყოიძე, რევაზ ჯინჯიხაძე, მიხეილ ალანია, რეზი ბროძელი, ბაჩო მაჭარაშვილი, ოთარ ქარჩავა, ირაკლი ქორიძე.

ბათუმი

ბათუმმა ახალი სეზონისთვის სამი ბორჯღალოსანი დაიმატა: სანდრო თოდუა, ანზორ სიჭინავა, ვაჟა ხუციშვილი. საბა შუბითიძე საფრანგეთიდან დაბრუნდა და კარიერას ბათუმში გააგრძელებს.

ბათუმელებს კიდევ ერთი ლეგიონერი შეუერთდათ. რუსეთიდან სამშობლოში მიხეილ წიკლაური დაბრუნდა. ბათუმი ბახვა კობახიძემ დატოვა, რომელიც არმიას შეუერთდა.

კლუბის მთავარი მიზანი ჩემპიონობა იქნება, რაშიც ბათუმელებს გრძელი სათადარიგო სკამი უნდა დაეხმაროთ.

ლელო სარასენსი

ორწლიანი პაუზის შემდეგ, ლელო გაჩემპიონებას ეცდება. კლუბი ბორჯღალოსანმა სანდრო თოდუამ დატოვა. მიუხედავად ამისა, თბილისური კლუბი საგრძნობლად გაძლიერდა.

ლელომ სოსო მათიაშვილი, გიორგი ჭყოიძე, რევაზ ჯინჯიხაძე, ნიკო აფციაური და ერეკლე კამლაძე დაიმატა.

ხარები

რუსთავის ხარებმა სატრანსფერო ბაზარზე ვერ იაქტიურა. კლუბი ვაჟა ხუციშვილმა და რევაზ წიკლაურმა დატოვეს. ხარებს გამოცდილი მორაგბე შეუერთდათ, ირაკლი ნატრიაშვილი რუმინეთიდან დაბრუნდა და კარიერას დიდ 10-ში გააგრძელებს. ნატრიაშვილი ბრივში, კლერმონსა და ტულონში თამაშობდა.

აკადემია

აკადემიას აკადემიის იმედი უნდა ჰქონდეს. კლუბი სოსო მათიაშვილმა, ანზორ სიჭინავამ, იოანე ხელაიამ და თორნიკე ზოიძემ დატოვეს. ახალ სეზონში კლუბს საკუთარი აღზრდილების იმედი უნდა ჰქონდეს.

არმაზი

არმია

ფინანსური პრობლემების გამო, არმიამ წინა სეზონი ძლივს დაასრულა. კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ლევან ცაბაძე.

მოვიდნენ: ბახვა კობახიძე, საბანიკოლავა, ბექა გუგეშაშვილიირაკლი ქორიძე.
წავიდნენ: ნიკო აფციაური, მიხეილ ზურიკაშვილი, ერეკლე კამლაძე, გიორგი მიქანაძე, ნიკა ჩხიკვაძელევან ჭავჭავაძე.

ვეფხვები

პატარძეულის ვეფხვებმა დიდ 10-ში ქუთაისის ბაგრატი ჩაანაცვლეს. კლუბი უმაღლესი ლიგისთვის რამდენიმე მორაგბით გაძლიერდა.

მოვიდნენ: რეზი ბროძელიოთარ ქარჩავა, ჟორა მღებრიშვილი, მიხეილ ზურიკაშვილი.

პირველი ტურის მატჩები

ვეფხვები V ლოკომოტივი

არმია V აია

არმაზი V ჯიქი

აკადემია V ბათუმი

ხარები V ლელო

კომენტარები

ბოლო ამბები