Thumbnail
  • უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელობის სამი ნომინანტი დაასახელა
  • შორტლისტში ვერ მოხვდა ლიონელ მესი

უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის მებრძოლთა რიცხვი სამამდე შეამცირა - სამეულში ვერ მოხვდა ბარსელონას სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი. 30 აგვისტოს უეფას წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის იბრძოლებენ: კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლუკა მოდრიჩი (რეალი) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული). 

30 აგვისტოს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება და ამ ღონისძიებაზე წლის საუკეთესო მოთამაშესაც დაასახელებენ. ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელებს პოზიციების მიხედვით. მეორე დღეს ევროპალიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელიც დასახელდება. 

სამი ნომინანტი

1. ლუკა მოდრიჩი (რეალი)

უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მუნდიალის ფინალისტი, "ოქროს ბურთის" ერთ-ერთი ნომინანტი.

2. კრიშტიანო რონალდო (რეალი)

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (მეხუთედ - რეკორდი); ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი (მეექვსედ). 

3. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი.

თუ რომელმა რამდენი ქულა მიიღო, 30 აგვისტოს გახდება ცნობილია. მანამდე კი გთავაზობთ ათეულის დანარჩენ წევრებს:

4. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) - 72 ქულა

5. ლიონელ მესი (ბარსელონა) - 55

6. კილიან მბაპე (პსჟ) - 43

7. კევინ დე ბრუინი (სიტი) - 28

8. რაფაელ ვარანი (რეალი) - 23

9. ედენ აზარი (ჩელსი) - 15

10. სერხიო რამოსი (რეალი) - 13

სხვა შორტლისტები

სეზონის საუკეთესო მეკარე: ალისონ ბეკერი, ჯანლუიჯი ბუფონი, კეილორ ნავასი

საუკეთესო მცველი: მარსელო, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი

საუკეთესო ნახევარმცველი: კევინ დე ბრუინი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი

საუკეთესო თავდამსხმელი: ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო, მოჰამედ სალაჰი

ევროპალიგის საუკეთესო ფეხბურთელი: დიეგო გოდინი, ანტუან გრიზმანი, დიმიტრი პაიე

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: პერნილ ჰარდერი, ადა ჰეგერბერგი, ამანდინ ანრი

უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი პირველად 2011 წელს დააწესა. ყველაზე მეტჯერ პრიზს კრიშტიანო რონალდო ფლობდა - სამჯერ. 

ყველა გამარჯვებული

2011  - ლიონელ მესი

2012 - ანდრეს ინიესტა

2013 - ფრანკ რიბერი

2014 - კრიშტიანო რონალდო

2015 - ლიონელ მესი

2016 - კრიშტიანო რონალდო

2017 - კრიშტიანო რონალდო

კომენტარები

ბოლო ამბები