Thumbnail

ლობჟანიძემ ახალ სეზონში პირველად გაიტანა | რანდერსმა ჰობრო დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რანდერსი 3:0 ჰობრო
  • ქართველი ფეხბურთელის კლუბმა სეზონში მეორე მატჩი მოიგო

დანიის სუპერლიგის მე-6 ტურში საბა ლობჟანიძის რანდერსმა ჰობროს 3:0 მოუგო და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი ანდრე რომერისა და ემილ რიის გოლებით მოიგეს.

მეორე ნახევრის 67-ე წუთზე, ნიკოლაი პოულსენის გადაცემის შემდეგ, საბა ლობჟანიძემ სეზონში პირველი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ექვსი ტურის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის გუნდი მე-5 ადგილს იკავებს. რანდერსს 9 ქულა აქვს და მომდევნო ტურში მიდტიულანდს ხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები