Thumbnail

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავთანდილ ჭრიკიშვილის წერილს გამოეხმაურა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

რამდენიმე დღის წინ, ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის მზადაა მისივე წონაში (-90 კგ.) მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილს ტატამზე დაუპირისპირდეს და ურთიერთშეხვედრაში გაირკვეს, თუ ვინ იმსახურებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. ჭრიკიშვილის თქმით, ძიუდოს ფედერაციას დღემდე დავით ქევხიშვილი მართავს და სპორტსმენები უთანასწორო, უსამართლო კონკურენციაში არიან.

ამ თემაზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გვსურს ორიოდ სიტყვით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია - გამომდინარე დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდგომ თითოეულ სპორტსმენს, რომელიც მოიაზრებოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებ გუნდში მოხვედრის კანდიდატად საშუალება მიეცა ეასპარეზა ყველა საერთაშორისო ტურნირზე, ასევე გაეარა მოთხოვნილი სასწავლო-საწვრთნელი შეკრება. 

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის დროებით შექმნილი მმართველობითი სამუშაო ჯგუფის უკანასკნელი შეხვედრის დროს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის მწვრთნელთათვის მიღებულ იქნა შემდეგი სახის დადგენილება - 2018 წლის 20-27 სექტემბრის მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით ნაკრები გუნდის ჩამოყალიბებისა და დაკომპლექტების მიზნით ნაკრები გუნდის მწვრთნელებს დაევალათ ურთიერთშეთანხმებით წარმოადგინონ ნაკრები გუნდის დაკომპლექტების ხედვა, რაც მათი მხრიდან დღემდე არ არის შემოტანილი და ბუნებრივია, ჩვენის მხრიდან რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება არ იქნება მიზანშეწონილი".

კომენტარები

ბოლო ამბები