Thumbnail

ჭიდაობა | ნუგზარ წურწუმიას და იაკობ ქაჯაიას ოქროს მედლები გერმანიის გრან პრიზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ოთხი ქართული მედალი გერმანიის გრან პრიზე
  • ქართველი მოჭიდავეების მორიგი წარმატება

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო გრან პრის გათამაშება დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ნუგზარ წურწუმია გახდა (55 კგ), რომელმაც ფინალში გერმანელი ფაბიან შმიტი 10-3 დაამარცხა. ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამაც, წყალტუბოელმა ფალავანმა ფინალში ლიეტუველ მანტას კნისტაუდასს 2-1 მოუგო.

ბრინჯაოს მედლები ლევან ქავჟარაძემ (67 კგ) და გიორგი მელიამ (97 კგ) მოიპოვეს. ქავჟარაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში ნორვეგიელი მორტენ ტორესენი აშკარა უპირატესობით, 9-0 დაამარცხა, ხოლო მელიამ ბელარუს დავიდ ჰამზატობს 8-7 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები