Thumbnail

კლაუდიო მარკიზიო ლიგა 1-ში მიდის - ფეხბურთელი მონტე-კარლოში უკვე ჩავიდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 32 წლის ნახევარმცველი კარიერას დიდი ალბათობით ფრანგულ კლუბში გააგრძელებს
  • იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელის მომავალ კლუბზე football italia წერს

ტურინის იუვენტუსის ყოფილი ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო, დიდი ალბათობით, კარიერას ფრანგულ ლიგა 1-ში გააგრძელებს.

Football Italia იუწყება, რომ 32 წლის ფეხბურთელი, რომელმაც "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი ახლახან გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს, მონტე-კარლოში უკვე ჩავიდა და მონაკოსთან ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნახევარმცველის გადაბირებით პარი სენ-ჟერმენი, ნიცა და MLS-ის ერთ-ერთი კლუბი ინტერესდებოდნენ.

კლაუდიო მარკიზიო იუვენტუსია ღირსებას 2006-2018 წლებში იცავდა და მასთან ერთად შვიდჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ოთხჯერ ქვეყნის თასი მოიგო და სამჯერ - სუპერთასი. ჰავბეკი გუნდთან ერთად ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. 

გასულ სეზონში მარკიზიომ იუვენტუსის მაისურით სერია A-ში ჩატარებულ 15 მატჩში ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. 

გამოკითხვა

ვინ გახდება საფრანგეთის ჩემპიონატის ბობმარდირი?

  • ედინსონ კავანი
  • ნეიმარი
  • კილიან მბაპე
  • მარიანო დიაზი
  • ფალკაო
  • მემფის დეპაი
  • ნაბილ ფეკირი
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები