Thumbnail
  • ჟოზე მოურინიო მანჩესტერ სიტიზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს გამოეხმაურა
  • პორტუგალიელის თქმით, სიტი უკლასო გუნდია, კლასის ყიდვა კი შეუძლებელია

ჟოზე მოურინიო და ხოსეპ გვარდიოლა რომ ვერასდროს დამეგობრდებიან, ეს ისედაც ყველამ იცის. სიახლე ის არის, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ესპანელ ვიზავის და მის გუნდს კიდევ ერთხელ შეუტია.

Amazon Prime-ზე ახლა 8-სერიანი დოკუმენტური ფილმი “All or Nothing” (ყველაფერი, ან არაფერი) მიმდინარეობს, რომელიც მანჩესტერ სიტის ყოველდღიურობას ასახავს. როგორც ირკვევა, მოურინიო ფილმით აღფრთოვანებული არ არის - Sky Sports-თან ინტერვიუში ჟოზემ სიტი და გვარდიოლა გააკრიტიკა.

“შესაძლოა, მდიდარი კლუბი იყო და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები იყიდო, მაგრამ კლასს ვერ იყიდი. ამ მოსაზრების საუკეთესო მაგალითი სწორედ მანჩესტერ სიტია,” - განაცხადა 44 წლის მოურინიომ.

სერიალში უკვე გამოჩნდა რამდენიმე ეპიზოდი, სადაც სიტის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს და მწვრთნელებს აკნინებს. მაგალითად, ფილმში, ტაქტიკაზე საუბროსას, გვარდიოლა იუნაიტედისთვის სასურველ მცველ ჰარი მაგუაირზე ამბობს, ძალიან ნელიაო. გარდა ამისა, ლიგის თასის მატჩის დროს გვარდიოლა ლონდონის არსენალის ყოფილ მწვრთნელ არსენ ვენგერს ლანძღავს: “ყოველთვის მსაჯები როგორ არიან დამნაშავეები? ენა გააჩუმე!” ამასთან, პეპი ხშირად იყენებს სალანძღავ სიტყვებს.

Amazon Prime-ში მოურინიოს კომენტარებზე ასეთი რეაქცია ჰქონდათ: მან იუნაიტედის თავკაცს უბრალოდ მადლობა გადაუხადეს იმისათვის, რომ ჟოზემ დოკუმენტური ფილმი ნახა.

კომენტარები

ბოლო ამბები