Thumbnail
  • დინამო თბ. 0:0 სამტრედია
  • ჩიხურა 0:0 რუსთავი
  • სიონი 2:0 კოლხეთი

ეროვნული ლიგის 21-ე ტურში თბილისის დინამომ ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ სამტრედიას უმასპინძლა და მოულოდნელად, ორი ქულა დაკარგა. თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა თბილისელები დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ და შედეგად, მატჩი უგოლოდ დასრულდა, 0:0.

ანალოგიური შედეგით დასრულდა ჩიხურა-რუსთავის დაპირისპირება. ჩიხურას სახით, ფავორიტი ამ შეხვედრასაც ჰყავდა, მაგრამ სამტრედიას მსგავსად, რუსთავმაც ბოლომდე იბრძოლა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. 

ტური მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩით გაიხსნა.  ბოლნისის სიონმა ფოთის კოლხეთს უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. ბოლნისელებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

19 აგვისტოს, ეროვნული ლიგის ლიდერი საბურთალო გორის დილას უმასპინძლებს, ხოლო ტორპედო-ლოკომოტივის თამაში ქუთაისური გუნდის ევროპალიგაზე ასპარეზობის გამო გადაიდო.

დინამომ სამტრედიასთან ორი ქულა დაკარგა

დინამო თბ. 0:0 სამტრედია

დინამო თბ.: სიკაჩი, რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი, ხარაბაძე, შულაია, ქარდავა (68. ზარია), ნინუა, კობოური (58. შენგელია), ვაწაძე, ზივზივაძე

სამტრედია: პოგორილი, გოგიაშვილი, ჯგერენაია, გურული (74. ფატიჩი), ჩაჩუა, მესიაჩენკო (46. მამასახლისი), ენდელაძე, ახალაძე, ლიპარტია (64. მაქაცარია), კოშმანი, ტუღუში

ჩიხურა 0:0 რუსთავი

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი, მირცხულავა, მეგრელიშვილი, ბუღრიძე (79. კახაბრიშვილი), კაკუბავა, ჩიკვაიძე (84. ჩიხლაძე), სარდალიშვილი (71. ბუხაიძე), გაბედავა, მარკოზაშვილი

რუსთავი: სეფიაშვილი, ღონღაძე, კილასონია, ბუგუროვი, ჩუკურა, პაპავა, ფონიავა, თარხნიშვილი (74. გუჯაბიძე), სიჭინავა (65. ციცქიშვილი), კვარაცხელია (83. სილაგაძე), ლობჟანიძე

სიონი 2:0 კოლხეთი

გოლები: 1:0 კოშკაძე (19), 2:0 კირკიტაძე (27)

სიონი: ზარქუა, მინდორაშვილი, ნოზაძე, გურეშიძე, გიორბელიძე, დათუნაიშვილი (72. სიხარულია), ხმალაძე, კირკიტაძე, კოშკაძე (46. მიქაბერიძე), ისიანი (57. ლეჟავა), ტრეტიაკი

კოლხეთი: კნიგა, ჭეიშვილი, აფხაზავა, ციკოლია, კაბორე, ტყემალაძე, მელო (56. აშორტია), დოროშენკო (21. შალიკაშვილი), იმნაძე, კაკულია (66. გოგბერაშვილი), მიხალიოვი

კომენტარები

ბოლო ამბები