Thumbnail
  • ბარსელონა 3:0 ალავესი
  • 1:0 - მესი (64),  2:0 - კოუტინიო (83), 3:0 - მესი (92)

ბარსელონამ 2018-19 წლების ლა ლიგის სეზონი, ნოუ კამპზე ალავესთან გამარჯვებით დაიწყო. ლეო მესიმ ორჯერ გამოიჩინა თავი, მათშორის ერთხელ ჯარიმით, ხოლო ერთ გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფილიპე კოუტინიომ გაიტანა.

ახალ სეზონს, ახალი რეკორდები ახლავს თან - ალავესთან გოლით, ლეო მესი გახდა პირველი მოთამაშე ლა ლიგის ისტორიაში, ვინც ზედიზედ 15 სეზონში შეძლო გოლის გატანა.

ასევე, არგენტინელმა გუშინ ლა ლიგაში, ბარსელონას რიგით 6000-ე გოლი გაიტანა, საიდანაც 6.4% სწორედ მესის აქვს გატანილი - 384! "როგორ გვიმართლებს, რომ ეს კაცი ჩვენთან თამაშობს!" განაცხადა ერნესტო ვალვერდემ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

"სიამოვნებაა მისი გუნდში ყოფნა, ყოველთვის გაოცებს..." ამბობდა მთავარ მწვრთნელი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გუნდის ახალწვეულმა - არტურო ვიდალმა, რომელმაც 85-ე წუთზე სერხიო ბუსკეცი შეცვალა.

ბარსელონა 3:0 ალავესი - გალერეა

ბარსელონა 3:0 ალავესი - გალერეა

ბარსელონა 3:0 ალავესი - გალერეა

ბარსელონა 3:0 ალავესი - გალერეა

ბარსელონა 3:0 ალავესი - გალერეა

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში ბარსას მე-5000 გოლი, 2009 წელს სწორედ ლეო მესიმ გაიტანა. ქვევით ვნახოთ მოკლე სტატისტიკა, თუ რა მოხდა 5000-6000 გოლებეს შორის.

ყველაზე მეტი გოლი: ლიონელ მესი (336), ლუის სუარესი (110), ნეიმარი (68), პედრო (58), ალექსის სანჩესი (39), დავიდ ვილა (33), სესკ ფაბრეგასი (28).

ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა: ლიონელ მესი (126), ლუის სუარესი (55) დანი ალვეში (55), ხავი (55), ანდრეს ინიესტა (51).

კომენტარები

ბოლო ამბები