Thumbnail
  • ლაციო 1:2 ნაპოლი
  • 1:0 იმობილე (25'), 1:1 მილიკი (45'), 1:2 ინსინიე (59')

 სერია A-ს გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი პირველ ტურში სათამაშოდ დედაქალაქში ჩავიდა. იტალიურ ფეხბურთში 9-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონატის სტარტზევე მოახერხა მატჩის ბედის შემოტრიალება და სამი ქულის მოპოვება.

"ოლიმპიკოზე" მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. სიმონე ინძაგის გუნდი მთავარმა ბომბარდირმა ჩირო იმობილემ წინ უკვე 25-ე წუთზე გაიყვანა. ფრანჩესკო აჩერბის გრძელი გადაცემის შემდეგ, სამი მცველის გარემოცვაში აღმოჩენილმა ფორვარდმა ერთი მოძრაობით, ბავშვებივით გააბითურა მეტოქეები და გაიტანა. 

ლაციოს ჩემპიონატში ნაპოლისთვის 2014/15 წლების სეზონის შემდეგ არ მოუგია. მაშინ პირველობის ბოლო ტურის მატჩში რომაელებმა სტუმრად 4:2 იმარჯვეს, მას შემდეგ გამართული ექვსი დაპირისპირებიდან კი ნეაპოლელებმა 5 მოიგეს და მხოლოდ ერთში დასჯერდნენ ფრეს.

კარლო ანჩელოტი რომში მოპოვებულმა გამარჯვებამ ძალიან გაახარა

სერია ახალ ჩემპიონატშიც გრძელდება. ანჩელოტის შეგირდებმა შესვენებამდე მოასწრეს წონასწორობის აღდგენა. ხოსე კალეხონის პასის შემდეგ, არკადიუშ მილიკმა ახლო მანძილიდან შეაგდო და სტუმრები გამოაფხიზლა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდი ცდილობდა, გაცილებით დინამიურად ეთამაშა. ლაციო მოკლე პასებზე აგებდა თავის თამაშს, ნაპოლი კი სულ უფრო ზრდიდა ბურთის ფლობის პროცენტს. 

სტუმრებმა მიზანს საათის მიწურულს მიაღწიეს. მეტოქის კარისკენ ზურგით მდგარმა მარკეს ალანმა უბრალოდ გენიალური პასი გაუკეთა კარგ პოზიციაში მყოფ ლორენცო ინსინიეს, ამ უკანასკნელის მიერ შორეულ კუთხეში მოჭრილ დარტყმულს კი ტომას სტრაკოშა ეფექტური ნახტომის მიუხედავად, ვერაფრით მიწვდა.

ლორენცო ინსიემ ნაპოლის სამი ქულა მოუტანა

კარლო ანჩელოტიმ სერია A სტუმრად მოპოვებული რთული, მაგრამ სასიამოვნო გამარჯვებით დაიწყო, მის ნაპოლის კი საჩემპიონო ამბიციები ამ სეზონშიც ალბათ არანაკლებად ექნება. ვნახოთ, მომდევნო ტურში ნეაპოლელები 25 აგვისტოს შინ მილანს მიიღებენ, ლაციო კი ამავე დღეს იუვენტუსს ტურინში ესტუმრება.

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • კრიშტიანო რონალდო
  • მაურო იკარდი
  • ჩირო იმობილე
  • ედინ ჯეკო
  • დრის მერტენსი
  • ანდრეა ბელოტი
  • პაულო დიბალა
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები