Thumbnail

უსაინ ბოლტი ავსტრალიაშია! იამაიკელის პროფესიული საფეხბურთო კარიერა იწყება?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • უსაინ ბოლტი პროფესიულ კონტრაქტთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა!
  • ლეგენდარული ძალოსანი ჰიუნდაის A-ლიგაში ითამაშებს?

A-ლიგის გუნდმა - ცენტრალ კოუსტ მერინერსმა ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და თამაშის შანსი ლეგედარულ ოლიმპიელს - უსაინ ბოლტს მისცა. რვაგზის ოლიმპიური ოქროს მფლობელს, აეროპორტში რამდენიმე ათეული მერინერსის გულშემატკივარი დახვდა.

შეთანხმება ასეთია - ბოლტი მერინერსში ოქტომბრის ბოლომდე (ახალი სეზონის დაწყებადე) ივარჯიშებს, კლუბს იმედი აქვს, რომ 11 გზის მსოფლიოს ჩემპიონი, ამ პერიოდის მანძილზე, ტექნიკურად A-ლიგის დონის მოთამაშედ ჩამოყალიბდება.

"ეს ხუმრობა აღარ არის, მე აქ მინდა ყველას ვაჩვენო თუ რა შემიძლია..." განაცხადა ბოლტმა. "ამაზე კარგ შესაძლებლობას ვერც მივიღებდი." ბოლტის გარდა, მერინერსში ორი ლეგიონერი - ჰოლანდიელი ტომ ჰიარეი და მალის წარმომადგენელი - კალიფა სისე თამაშობენ.

უსაინ ბოლტს არაერთხელ უვარჯიშია სხვადასხვა გუნდებთან ერტად - დორტმუნდის ბორუსია, მანჩესტერ იუნაიტედი, სტორმგოდსეტი და ა.შ. თუმცა პროფესიულ კონტრაქტთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა!

კომენტარები

ბოლო ამბები