Thumbnail
  • საქართველო 0:0 სლოვაკეთი
  • 18 აგვისტო: საქართველო v უკრაინა

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირზე მეორე მატჩი გამართა და სლოვაკეთთან ფრედ, 0:0 ითამაშა.

ზვიად ჯელაძის გუნდს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა 2:1 დაამარცხა ლიეტუვა და ორი ტურის შემდეგ, 4 ქულა აქვს.

U17 საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლოვაკეთთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: 

ხარშილაძე, კვარაცხელია, ჭინჭარაული, ხვადაგიანი, მირზიკაშვილი, ოსიყმაშვილი, ბენდიანიშვილი, აბუაშვილი, მორჩილაძე, ხურცილავა, ოგბაიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კაპანაძე, ჯინჯოლავა, ტორონჯაძე.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 18 აგვისტოს მასპინძელ უკრაინასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები