Thumbnail
  • კახა ჩხეტიანის კომენტარი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე
  • ტორპედოს ფეხბურთელთა ზეიმის ამსახველი კადრები

ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედომ ალბანური კუკესის ბარიერი გადალახა და პლეი ოფში გავიდა. საქართველოს ჩემპიონის მომდევნო მეტოქე ბულგარული ლუდოგორეცია და ამ დუელში გამარჯვების შემთხვევაში, კახა ჩხეტიანის გუნდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

ტორპედოს კუკესთან პირველი მატჩი 5:2 ჰქონდა მოგებული, განმეორებითი შეხვედრა კი 0:2 დათმო და ორი მატჩის ჯამში, 5:4 დაამარცხა მეტოქე. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ განმეორებით პაექრობაში შვეიცარიელმა არბიტრმა ალენ ბიერმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე არა ტორპედო, არამედ კუკესი გასულიყო. მსაჯმა ქუთაისურ გუნდს ორი 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალა და ამასთან, ტორპედოს კარში ორი მეტად საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

მატჩის შემდეგ, ტორპედომ სოციალური ქსელით გვამცნო, რომ კლუბი მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს. არაობიექტური მსაჯობის დასტურად, ქუთაისურმა კლუბმა არბიტრის არასწორი გადაწყვეტილებების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა…

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ტორპედოს მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა მსაჯობაზე არ ისაუბრა და შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“მთავარია, რომ გადავლახეთ ეს ბარიერი და გავედით მომდევნო ეტაპზე. კუკესი კარგი გუნდია, ვიცოდი რომ რთული თამაში გველოდა, რაც გამართლდა. თამაშის ანალიზს უკვე საქართველოში გავაკეთებთ და გავარჩევთ იმ ხარვეზებს, რომლებიც სახეზე იყო. ვეცდებით, რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ და უკვე მომდევნო ეტაპზე, პლეი ოფში უკეთესად ვითამაშოთ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია და ჩვენი მიზანია, რომ გულშემატკივარი და მთელი საქართველო გავახაროთ”.

კუკესთან მატჩის შემდეგ, ტორპედომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ზეიმობენ ქუთაისური გუნდების ფეხბურთელები 2-მატჩიან დუელში გამარჯვებას...

კომენტარები

ბოლო ამბები