Thumbnail

'არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის' - გენო პეტრიაშვილის განმარტება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრების სკანდალურ ფოტოს ქართულ სპორტულ და არამარტო სპორტულ საზოგადოებაში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნაკრების მწვრთნელ გიორგი იანტბელიძეს და მოჭიდავეებს, მათ შორის ზურაბ იაკობიშვილს და გენო პეტრიაშვილს რუსეთის დროშის ფერებში გაფორმებული მაისურები აცვიათ. ამასთან, მაისურზე დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატისა და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ძამბოლატ თედეევის სახეა დაბეჭდილი.

ბუნებრივია, რომ ამ ფოტომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თემას ტიტულოვანი ქართველი მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში თავისი პოზიცია დააფიქსირა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ…

ფოტო, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

გენო პეტრიაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი):

"მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ. მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო. ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის. მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე როგორც ყველა ქართველს!"

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125) რიოს 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია. 24 წლის მძიმეწონოსანს 2017 წლის მსოფლიოს და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატებზე ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები