Thumbnail

U16 საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა | ბრძოლა A დივიზიონში დასარჩენად

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 63:72 ისრაელი
  • 17 აგვისტო: საქართველო v მონტენეგრო

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოასპარეზე საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი მარცხი იწვნია. გია კაზანჯიანის და გელა წულაძის გაწვრთნილი გუნდი საკვალიფიკაციო მატჩში ისრაელს შეხვდა და 63:72 წააგო. 

ამ მატჩის მომგები გუნდი ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში მინიმუმ მე-12 ადგილს ინაღდებდა, რაც ელიტაში დარჩენისა და გაისად, კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე კვლავ ასპარეზობის გარანტიას იძლეოდა. სამწუხაროდ, ამ მიზანს ებრაელებმა მიაღწიეს, საქართველოს ნაკრებს კი მე-13 ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა, რომელიც ასევე იძლევა A დივიზიონში დარჩენის საშუალებას. ანუ. საქართველომ დარჩენილი 2 მატჩიდან ორივე უნდა მოიგოს, მომდევნო მეტოქე კი მონტენეგროა.

რაც შეეხება საქართველო-ისრაელის მატჩს, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ლიდერიც არაერთხელ შეიცვალა. სამწუხაროდ, დასკვნითი წუთები ისრაელის უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე მერკვილაძემ ულიდერა, რომელმაც 19 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი მიითვალა აქტივში. 11 ქულა, 6 მოხსნა და 5 დაფარება მოაგროვა რომა ჭინჭარაულმა, ხოლო ვოვა თავაქარაშვილის ანგარიშზე 9 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასია.

საქართველო 63:72 ისრაელი

 

კომენტარები

ბოლო ამბები