Thumbnail
  • ლივერპულმა ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე კატალონიელთა წინადადება მიიღო.
  • ბრაზილიელი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს.
  • კატალონიელები ტრანსფერის თანხას ეტაპობრივად გადაიხდიან.

ლივერპულმა ბარსელონასგან ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე წინადადება მიიღო. კატალონიური გრანდი მზადაა, 25 წლის ფეხბურთელში150 მილიონი ევრო გადაიხადოს, - იუწყება Sport Witness.

კატალონიური გამოცემა ამტკიცებს, რომ კოუტინიოს წარმომადგენლებმა ბარსელონას პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუსთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონის 11 მატჩში ფილიპემ 5 გოლი გატაინა და 6 საგოლე პასი მიითვალა. 

როგორც ირკვევა, ბლაუგრანა პირდაპირ ლივერპულის მფლობელ Fenway Group Boston-ს დაუკავშირდა. სანქციების თავიდან არიდების მიზნით, კატალონიელებმა თანხის ეტაპობრივად გადახდა ითხოვეს, რაზეც მერსისაიდელები თანახმანი არიან. 

თავად ფილიპე თანახმაა, გადაბარგდეს ესპანეთში და ბარსელონასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.

ფეხბურთელი წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს.

ბარსელონა ბრაზილიელის ხელში ჩაგდებას 2017 წლის ზაფხულშიც ცდილობდა, მაგრამ მაშინ კოუტინიოს წასვლას იურგენ კლოპი პირადად შეეწინააღმდეგა. 

კომენტარები

ბოლო ამბები