Thumbnail

ევროპალიგა | ტორპედო ალბანური მასპინძლობით უკმაყოფილოა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედოს მეტოქე ალბანური კუკესია. ქართულმა გუნდმა პირველ შეხვედრაში 5:2 დაამარცხა მეტოქე და დიდი ნაბიჯი გადადგა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. 16 აგვისტოს განმეორებითი მატჩია და ქუთაისურ გუნდს ამ უპირატესობის შენარჩუნება მართებს.

ქართულ-ალბანურ დუელს დაძაბული ფონი გასდევს. კუკესის მესვეურებმა ჯერ კიდევ პირველი შეხვედრის წინ დაადანაშაულეს ქართული მხარე უსამართლო ქმედებებში, რის გამოც თითქოსდა მათმა ფეხბურთელებმა ვიზები ვერ მიიღეს და ამიტომ, თამაში გამოტოვეს. ამის გამო, ალბანური კლუბის პრეზიდენტმა უეფას ქუთაისური კლუბის დასჯაც კი მოსთხოვა.

დაძაბულობა შენარჩუნებულია განმეორებითი მატჩის წინაც. ტორპედომ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ…

1. ისევ უსაფუძვლო ბრალდებები – ამჯერად უკვე ალბანეთში სტუმრად ჩასული კლუბის მიმართ...
2. არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერის მოწესრიგებულად და დიდი ხნის წინ წარდგენილ ვიზებზე სრული იგნორი...

ამ ყველაფრის შემდეგ კუკესისა და ტორპედოს მატჩი ალბანეთში უეფას უსაფრთხოების ოფიცრის თანდასწრებით ჩაივლის. იგი აუცილებლად გააკონტროლებს მასპინძელი კლუბის მხრიდან უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის საკითხებს ძალიან მკაცრად, ისევე, როგორც უეფას დელეგატი გააკონტროლებს ალბანელების მასპინძლობის თემებს, რისთვისაც უეფას დიდ მადლობას ვუხდით.

ამასობაში მატჩისწინა დღე... გუნდი აგრძელებს თავდაუზოგავ შრომას გულშემატკივრის გასახარად... მადლობა იმ თანადგომისთვის, რომელსაც მთელი ამ დღეების განმავლობაში კლუბი თქვენგან გრძნობს. ხვალ კი... საქართველოსთვის!

ქუთაისის ტორპედოს მეორე ვარჯიში ალბანეთში

კომენტარები

ბოლო ამბები