Thumbnail
  • საქართველო 72:97 თურქეთი
  • 15 აგვისტო: საქართველო v ისრაელი

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მერვედფინალური მატჩი თურქეთთან დათმო, პლეი ოფიდან გამოვარდა და A დივიზიონში 9-16 ადგილებისთვის მოუწევს ბრძოლა. მიზანი ელიტარულ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა. A დივიზიონის 16 გუნდიდან ელიტაში 13 რჩება, ბოლო 3 ადგილზე გასული გუნდები კი მომავალ სეზონში B დივიზიონში იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან თამაში კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 28:20 მოიგო. მეორე პერიოდიდან უპირატესობა თურქებმა მოიპოვეს და დროის მოკლე პერიოდში 16-ქულიანი გაქცევა მოაწყვეს. შედეგად, ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა, 38:30. 

საქართველო თურქეთთან 25-ქულიანი სხვაობით დამარცხდა

თურქებმა მეორე ნახევარშიც განაგრძეს შედეგიანი თამაში და საბოლოოდ, 25-ქულიანი უპირატესობით, 97:72 გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი აჩვენა გიორგი ბაგანაშვილმა, რომლის აქტივში 16 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასია. 16 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა ზურბა ვაშაკიძემ.

თურქეთი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ლატვიას შეხვდება, საქართველოს მომავალი მეტოქე კი ლატვიასთან მერვედფინალში 81:85 დამარცხებული ისრაელია. შემდეგი მატჩის მოგება U16 საქართველოს ნაკრებისთვის A დივიზიონში დარჩენის ტოლფასია. საქართველო-ისრაელის მატჩი 15 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

საქართველო 72:97 თურქეთი

კომენტარები

ბოლო ამბები