Thumbnail

ჭადრაკი | ნანა ძაგნიძემ კლასიკურ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნანა ძაგნიძე 3:1 ტან ჩჟუნი
  • ქართველი მოჭადრაკის მორიგი წარმატება

საუკეთესო ქართველმა მოჭადრაკემ, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ელვისებურ ჭადრაკში, ნანა ძაგნიძემ ჩინეთის ქალაქ ვენჩჟოუში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კლასიკურ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი ტან ჩჟუნი სოლიდური სხვაობით, 3:1 დაამარცხა.

სან ციაოს თასის ფარგლებში გამართული ამხანაგური მატჩი ოთხი კლასიკური პარტიისგან შედგებოდა. პირველი ორი პარტია ყაიმით დასრულდა, შემდეგ კი ქართველმა მოჭადრაკემ ორჯერ მოუგო უძლიერეს მეტოქეს. ამ გამარჯვებით, ნანა ძაგნიძემ საკუთარ რეიტინგს 10.8 ქულა შემატა.

კომენტარები

ბოლო ამბები