Thumbnail

ინიესტას და პიკეს შემდეგ - ესპანეთის ნაკრები კიდევ ერთმა ვარსკვლავმა დატოვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ესპანეთის ნაკრები კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა
  • დავიდ სილვა მესამე მოთამაშეა, რომელმაც მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ეს მოსალოდნელიც იყო: მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემდეგ, ესპანეთის ნაკრები უკვე სამმა ვარსკვლავმა დატოვა. ჯერ იყო ანდრეს ინიესტა, მერე ჟერარდ პიკე, ახლა კი, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ დავიდ სილვამაც გამოაცხადა.

"ფურია როხამ" ყველაფერი მომცა. ესპანეთის ნაკრებმა გამზარდა, როგორც მსოფლიო დონის ფეხბურთელი და ადამიანი. ახლა კი დროა, რომ სანაკრებო კარიერა დავასრულო", - აცხადებს 32 წლის შემტევი.

დავიდ სილვამ ესპანეთის ნაკრებში 125 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა

დავიდ სილვას ესპანეთის ნაკრებში 125 მატჩი და 35 გოლი დაუგროვდა, ამიერიდან კი ის მხოლოდ მანჩესტერ სიტიზე და საკლუბო ფეხბურთზე იქნება კონცენტრირებული. “ფურია როხასთან” ერთად სილვამ 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ მუნდიალზე ესპანეთი მერვედფინალში, ყველასათვის მოულოდნელად, მასპინძელ რუსეთთან დამარცხდა (პენალტების სერიაში). გუნდი ახლა ლუის ენრიკემ ჩაიბარა, რომელიც ესპანეთის ნაკრებში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს - ინიესტას, პიკეს და ახლა უკვე დავიდ სილვას გარეშეც.

კომენტარები

ბოლო ამბები