Thumbnail
  • მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ახალ სეზონს დიდი შემართებით ხვდება
  • 51 წლის სპეციალისტს წინ ატლეტიკოსთან გასამართი უეფას სუპერთასის მატჩი აქვს

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ხულიენ ლოპეტეგიმ ატლეტიკოსთან გასამართი უეფას სუპერთასის მატჩის მოლოდინზე ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ 51 წლის სპეციალისტმა, რომელიც მანამდე ესპანეთის ნაკრებს წვრთნიდა, რეალი ამ ზაფხულს ჩაიბარა. ცოტა ხნის შემდეგ კი გუნდი მთავარმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ დატოვა.

უეფას სუპერთასის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს მადრიდული კლუბები - რეალი და ატლეტიკო დაუპირისპირდებიან, 15 აგვისტოს, ტალინში გაიმართება.

"განსაკუთრებულ წნეხს არ ვგრძნობთ იმის გამო, რომ ატლეტიკოსთან გვიწევს თამაში. ეს ფინალია, ტიტულისთვის ბრძოლა და შესაბამისად, ძალას არ დავიშურებთ. ჩვენ ვალდებული ვართ, ყველაფერი მოვიგოთ.

კლუბი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რათა საუკეთესო პირობებში ვიმუშაოთ და ვგრძნობთ ამ პრივილეგიას. შევეცდებით, ვიყოთ კარგი გუნდი და როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად, მაქსიმუმი გამოვწუროთ", - აქვეყნებს ლოპეტეგის ნათქვამს Marca.

5 ამბავი ესპანეთიდან - ოპერაცია ლოპეტეგი, სუპერდუელის გარეშე, ლათინური ბარსა

უეფას სუპერთასისთვის, რომელიც წელს 43-ედ გათამაშდება, ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის გამარჯვებულები ხვდებიან.

უეფას სუპერთასი ყველაზე მეტჯერ ბარსელონასა და მილანს აქვთ მოგებული - 5-5-ჯერ. 4 გამარჯვება აქვს რეალს, რომელიც ჯილდო ბოლოს ზედიზედ ორჯერ, 2014 და 2015 წლებში დაისაკუთრა.

კომენტარები

ბოლო ამბები