Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი | U18 საქართველოს ნაკრების პირველი მარცხი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 25:25 ფინეთი
  • საქართველო 32:24 ბელარუსი
  • საქართველო 19:24 საბერძნეთი 

ევროპის 18-წლამდელთა B ჩემპიონატზე ხელბურთში, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს, საქართველოს ნაკრებმა პირველი მარცხი იწვნია. ტიტე კალანდაძის გუნდი საბერძნეთის ჭაბუკთა ნაკრებს დაუპირისპირდა და 19:24 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები ფავორიტად იყო მიჩნეული, რადგან ჯგუფის პირველ ორ შეხვედრაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა: ფინეთთან ფრედ ითამაშა და ბელარუსს დამაჯერებლად მოუგო, საბერძნეთის ნაკრებმა კი ორივე მატჩი წააგო. მოლოდინი არ გამართლდა და ამჯერად, კალანდაძის გუნდმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა.

საქართველო 19:24 საბერძნეთი

მატჩი ბერძენთა უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმი სტუმრებმა 14:11 მოიგეს, მეორე 10:8 და შედეგად, 5-ბურთიანი უპირატესობით გაიმარჯვეს. მთელი შეხვედრის განმავლობაში, წინ საბერძნეთის ჭაბუკთა ნაკრები იყო. ამჯერად, არ წაუვიდა თამაში საქართველოს ნაკრების ლიდერ გიორგი ცხოვრებაძეს. სამაგიეროდ, ბერძენთა მეკარეს ჰქონდა ბენეფისი. 

საქართველოს 18-წლამდე ხელბურთელთა ნაკრების აქტივში სამი შეხვედრაა: ერთი მოგება, ერთი ფრე და ერთი მარცხი. წინ ჯგუფის დასკვნითი მატჩია: 14 აგვისტოს ტიტე კალანდაძის გუნდი იტალიას დაუპირისპირდება. ნახევარფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის პირველი ორი გუნდი მოიპოვებს და შესაბამისად, U18 საქართველოს ნაკრებს გამარჯვება სჭირდება.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს იტალიასთან გამართავს

 

კომენტარები

ბოლო ამბები