Thumbnail

ჭადრაკი | ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონია!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნონა გაფრინდაშვილმა +65 მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
  • თამარ ხმიადაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

ნორვეგიის ქალაქ დრამენში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში ქართველმა მოჭადრაკეებმაც მიიღეს მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწიეს.

ევროპის ჩემპიონატი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ნონამ 9 შესაძლებლიდან 5.5 ქულა მოაგროვა. ასეთივე შედეგი აჩვენა რუსმა ელენა ფატალიბეკოვმა, თუმცა ქართველმა მოჭადრაკემ დამატებითი მაჩვენებლით დაჯაბნა მეტოქე და ოქროს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა მოჭადრაკემ: მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა თამარ ხმიადაშვილმა 5 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები