Thumbnail

ბაიერნი გერმანიაში უძლეველია - ბერლინამდე გზა თავისუფალია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მიუნხენის ბაიერნი გერმანიის თასზეც შეუჩერებელია.
  • ლაიპციგის შემდეგ, რეკორდმაისტერმა დორტმუნდიც გააგდო.
  • ჰაინკესის გუნდს ამ სეზონში დუბლი თითქმის გარანტირებული აქვს.

მიუნხენის ბაიერნს, მინიმუმ გერმანიაში, ალბათ ვეღარავინ შეაჩერებს. რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგის პირველი წრე 11-ქულიანი უპირატესობით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის მორიგი ჩემპიონობა, ფაქტობრივად, გარდაუვალია. ახლა კი, ბავარიულმა გრანდმა გერმანიის თასზეც ჩამოიშორა უმთავრესი კონკურენტი - იუპ ჰაინკესის გუნდმა მერვედფინალში დორტმუნდის ბორუსია 2:1 დაამარცხა.

რეკორდმაისტერი გერმანიის თასზეც ბოსია!

ბაიერნმა უმთავრესი კონკურენტი ბუნდესლიგაშიც იოლად დაამარცხა (3:1 ნოემბერში) და დორტმუნდთან გამარჯვება არც თასზე გაუჭირდა. მიუნხენელებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს - ჟერომ ბოატენგის და თომას მიულერის გოლებით.

UPDATE: ბაიერნმა რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი იყიდა!

აღსანიშნავია, რომ ბორუსიას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ შტიოგერმა ზედმეტად დაცვითი ტაქტიკა აირჩია (თამაში სულაც 5 მცველით დაიწყო), რაც დორტმუნდელ ქომაგებს არ მოეწონებათ - ისინი ხომ შემტევი ფეხბურთის მოყვარულები არიან. დორტმუნდელები მხოლოდ მატჩის მიწურულს გამოფხიზლდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ამრიგად, ლაიპციგის შემდეგ, ბაიერნმა გერმანიის თასიდან კიდევ ერთი სერიოზული კონკურენტი გააგდო და ბერლინის ფინალისკენ გზა ხსნილი აქვს. დორტმუნდში კი ისევ რთული ვითარებაა. ანდრე შიურლემ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს. ფაქტია, დორტმუნდის ბოსები შტიოგერს მხოლოდ ზაფხულამდე ამუშავებენ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება, ისედაც ახლახან დანიშნული მწვრთნელი უფრო ადრეც მოხსნან...

კომენტარები

ბოლო ამბები