Thumbnail

წყალში მხტომელების ფიასკო | ბოლო ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპის ჩემპიონატი საწყალოსნო სპორტის სახეობებში
  • თორნიკე ონიკაშვილის და სანდრო მელიქიძის წარუმატებელი გამოსვლა

ბოლო წლებში, ქართული წყალბურთი ვითარდება, რაზეც საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მოწმობს. სამწუხაროდ, საწყალოსნო სპორტის სხვა სახეობებში განსხვავებული ვითარებაა.

შოტლანდიაში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი საწყალოსნო სპორტის სახეობებში, რომელშიც ქართველმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. სამწუხაროდ, მათი ასპარეზობა ძალიან წარუმატებელი გამოდგა.

18 წლის წყალში მხტომელმა თორნიკე ონიკაშვილმა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ბოლოსწინა, 27-ე ადგილი დაიკავა და სამწუხაროდ, მხოლოდ მეორე ქართველს, სანდრო მელიქიძეს აჯობა. წარუმატებელი გამოდგა ქართველი სპორტსმენების წყვილში ასპარეზობაც. თორნიკე ონიკაშვილის და სანდრო მელიქიძის წარუმატებელ გამოსვლას Eurosport-ი გამოეხმაურა. გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

კომენტარები

ბოლო ამბები