Thumbnail
  • ვალენსიამ კიდევ ერთი ფორვარდი გადაიბირა
  • მიში ბაჩუაის შემდეგ, კევინ გამეიროც მესტალიაზე ითამაშებს

მიში ბაჩუაის ტრანსფერის დადასტურებიდან ორი დღის შემდეგ, ვალენსიამ კიდევ ერთი მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გადაიბირა - კევინ გამეირო “მესტალიაზე” მადრიდის ატლეტიკოდან გადავიდა.

გარიგება ორივე ესპანურმა კლუბმა კვირას დაადასტურა. საინტერესოა, რომ ისევე, როგორც ბაჩუაის, გამეიროსაც დორტმუნდის ბორუსია ეპატიჟებოდა, მაგრამ გერმანულ კლუბს ორივე სასურველი ფორვარდი ვალენსიამ წაართვა. 31 წლის გამეიროს ატლეტიკოში დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან მადრიდელებმა მილანიდან ხორვატი ნიკოლა კალინიჩი გადაიბირეს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ვალენსიელებს გამეიროს ტრანსფერი 16 მილიონი ევრო დაუჯდათ. კევინ გამეიროს ჯამში 492 მატჩში 190 გოლი აქვს გატანილი და მის ანგარიშზე ასევე 60 საგოლე პასია. მას ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები